უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ბოლო დღეებში უკრაინელმა დიპლომატებმა 12 ქვეყანაში რუსეთისგან 18-ჯერ მიიღეს მუქარა.
"ტერორისტები უბრალოდ არ ცდილობენ უკრაინელი დიპლომატების დაშინებას. მათ სურთ დაასუსტონ, დააშინონ უკრაინა და შეარყიონ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მუშაობა იარაღის, ენერგოტექნიკის მიწოდებაზე, რუსეთის იზოლაციაზე. ისინი ფიქრობენ, რომ შეგვაშინებენ და შეგვიჩერებენ ან შეასუსტებენ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერას", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებას თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააძლიერა უსაფრთხოება და ასევე თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოების ეროვნულ სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ბოროტმოქმედების მოძებნა და მათი დასჯა მოხდეს.
"ჩემი პასუხი მათ, ვინც ამის უკან დგას: თქვენ ამაოდ ცდილობთ. უკრაინელი დიპლომატების დაშინება და გატეხვა შეუძლებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურად მუშაობას, რათა დავიცვათ უკრაინა მტრისგან და ჩვენი გამარჯვებისგან. ტერორისტები წარმატებას ვერ მიაღწევენ", - განაცხადა კულებამ.