უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელთან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტზე ისაუბრა.
დმიტრი კულებამ და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ევროკავშირში უკრაინელი ლტოლვილების უსაფრთხოებისა და დახმარების საკითხები განიხილეს.
"ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად," - ამბობს კულება.
Spoke to @JosepBorrellF. We discussed the preparation of the 5th EU sanctions package on Russia. Pressure will keep mounting as long as it is needed to stop Russian barbarism. We also discussed protection and help for Ukrainians who fled from Russian bombs to the EU.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტი 14 მარტს დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER II) მიიღო. საუბარია პერსონალურ და ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებსაც ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო უწესებს.