logo
ENG



კულება: დღეს რუსებმა მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოხატეს, ამით არავინ უნდა მოტყუვდეს

30 ოქტ 202218:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/30/2ddugb6tbn9557m.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, დღეს რუსებმა მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოხატეს, მაგრამ ამით არავინ უნდა მოტყუვდეს.

"რუსული ქცევის ნიმუში პროგნოზირებადია: თუ ისინი საღამოს დანაშაულს ჩაიდენენ, ელოდეთ, რომ დილით "მოლაპარაკებებს" შემოგვთავაზებენ. გუშინ მათ მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენეს, დღეს მათ [რუსებმა] მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოხატეს, ამით არავინ უნდა მოტყუვდეს," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის ისაუბროს დასავლეთთან, თუ ის რუსეთის ფედერაციას მიმართავს რეალისტური წინადადებებით, რომელიც ეფუძნება თანასწორობისა და ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპებს, რომლებიც მიზნად ისახავს კომპრომისების პოვნას და ყველა ქვეყნის ინტერესების დაბალანსებას.

ამასთან, ლავროვი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე.

27 ოქტომბერს, მოსკოვში, ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ სხდომაზე, პუტინმა თქვა, რომ ადრე თუ გვიან, დასავლეთს თანაბარი საუბრის დაწყება მოუწევს.


close დახურვა