logo
ENG



კულება: ევროპაში მშვიდობა დამოკიდებულია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სიჩქარეზე

24 აპრ 202315:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/24/pc6is38xvue29io.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროპაში მშვიდობა დამოკიდებულია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სიჩქარეზე.

"რუსეთის დამარცხება არის ევროპისთვის ნორმალური ცხოვრების გარანტია. ახლა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა არ არსებობს. ამის მისაღწევად უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება და ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე უნდა იყოს მიწოდებული", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულება ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და უზრუნველყონ უკრაინის გადამწყვეტი უპირატესობა რუსეთთან ბრძოლის ველზე.

"ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული მიზანი: უზრუნველვყოთ მშვიდობა ევროპაში მომავალი თაობებისთვის. ეს მიზანი ახლა დამოკიდებულია თქვენი გადაწყვეტილებების სიჩქარეზე და მათ განხორციელებაზე", - განაცხადა კულებამ.


close დახურვა