უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება.
"ევროკავშირი შეძლებს 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიც არ უნდა იყოს უნგრეთის პოზიცია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება", - ამბობს კულება.
უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ევროკავშირის სახელმწიფოების 26 ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე დებატები 2024 წლის დასაწყისში განახლდებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კიევისთვის "სასიცოცხლო" ფინანსების მიწოდება.
ორბანმა დაამატა, რომ, მათ შორის, უნგრეთი აპირებს დაუბრუნეს აღნიშნულ საკითხს 2024 წელს, "სათანადო მომზადების შემდეგ“. ამასთან, ცნობილია, რომ უკრაინაზე გადაწყვეტილების დროს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოთახი დატოვა.
გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.