logo
ENG



კულება: ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური თუ ააფეთქეს, ჩორნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება

04 მარ 202204:44
3 წუთის საკითხავი
 
კულება: ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური თუ ააფეთქეს, ჩორნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ხანძარხ ეხმაურება და წერს, რომ თუკი ის აფეთქდება, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება.

"რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპორიჟიას, ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩორნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!", - წერს კულება ტვიტერის საკუთარ გვერდზე. 

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. სადგურს ცეცხლი უკიდია.

ელექტროსადგურის თანამშრომლის ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე. მისივე თქმით, მაშველები ვერ ახერხებენ ცეცხლის ჩაქრობას, რადგან სადგურს ახლაც ესვრიან.

დაზიანებულია პირველი ენერგობლოკი.

 

 

 


close დახურვა