logo
ENG



კულება: მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს გაგზავნონ თავისი მისიები ბუჩაში

03 აპრ 202215:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/haxeqxgsa68mqty.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მოუწოდებს  საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაგზავნონ თავისი მისიები ბუჩაში, რათა რუსეთის სამხედრო დანაშაულების ყველა მტკიცებულება შეაგროვონ.

"მოვუწოდებ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაგზავნონ თავისი მისიები ბუჩაში და კიევის რეგიონის სხვა განთავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში, რათა რაც შეიძლება ფრთხილად შეაგროვონ უკრაინელ სამართალდამცავებთან ერთად რუსეთის სამხედრო დანაშაულების ყველა მტკიცებულება."- ამბობს კულება. 

დმიტრო კულებამ ასევე ისაუბრა უკრაინაში რუსული არმიის მასობრივ დანაშაულებზე, მათ შორის მკვლელობაზე, წამებაზე, ძარცვასა და გაუპატიურებაზე.

"21-ე საუკუნეში ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ჩვენს თვალწინ ხდება."- აცხადებს დმიტრო კულება. 

შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. 


close დახურვა