logo
ENG



კულება: ომის წაგება მთელი მსოფლიოსთვის მარცხი იქნება, მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

06 ნოე 202314:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/06/zetrtdzyhfud8ed.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, ეს მთელი მსოფლიოსთვის დიდი მარცხი იქნება.

ამასთან, ის ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

"თუ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოვიგებთ, ეს მთელი მსოფლიოსთვის დიდი მარცხი იქნება. თუმცა მჯერა, რომ პარტნიორების დახმარებისა და ჩვენი ძალების წყალობით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა