logo
ENG



კულება: რუსი სამხედროები ოკუპირებულ ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ

05 მარ 202216:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/05/g0i82f1uvzbls5b.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქებში მოქალაქეებზე სექსუალურად ძალადობენ.

"როდესაც ჩვენს ქალაქებში ბომბები ცვივა, როდესაც სამხედროები აუპატიურებენ ქალებს ოკუპირებულ ქალაქებში - და ჩვენ ბევრი შემთხვევა გვაქვს, სამწუხაროდ, როდესაც რუსი სამხედროები აუპატიურებენ ქალაქებს ოკუპირებულ ქალაქებში - რთულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის ეფექტურობაზე საუბარი", - განაცხადა კულებამ ლონდონში Chatham House-ს ღონისძიებაზე.

"მაგრამ ეს არის ცივილიზაციის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რათა დავრწმუნდეთ, რომ საბოლოოდ ყველა, ვინც ეს ომი შესაძლებელი გახადა, იქნება პასუხისგებაში მიცემული", - თქვა კულებამ.

რუსი სამხედროების მხრიდან ძალადობაზე CNN-თან ისაუბრა ხერსონში მცხოვრებმა სვეტლანა ზორინამ.

"მათ უკვე დაიწყეს ჩვენი ქალების გაუპატიურება. გავრცელებული იყო ინფორმაცია ხალხში, რომ 17 წლის გოგოს შეემთხვევა მსგავსი რამ, შემდეგ კი მოკლეს", - თქვა მან.


close დახურვა