logo
ENG



კულება: უკრაინა ახალ ფაზაში გადავიდა - ხდება სამხედრო ძალების NATO-ს შეიარაღებით აღჭურვა

27 აპრ 202203:33
3 წუთის საკითხავი
 
კულება: უკრაინა ახალ ფაზაში გადავიდა - ხდება სამხედრო ძალების NATO-ს შეიარაღებით აღჭურვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ფუნდამენტურად ახალ ფაზაში გადადის - ხდება სამხედრო ძალების აღჭურვა NATO-ს შეიარაღებით. 

"გადავედით სრულად ახალ ფაზაში, რასაც 2 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. გადავედით ფუნდამენტურად ახალ ფაზაში, რომელზეც არც გვიოცნებია - ხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების NATO-ს იარაღით აღჭრვა, NATO-ს სტანდარტით. ეს უკვე ხდება". - განაცხადა მან. 

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ეს ყოველივე პატარა ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით დაიწყო, თუმცა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეძლო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დარწმუნება, გადაედგა ეს ნაბიჯი. 

"თავდაპირველად ჰაუბიცები (საარტილერიო იარაღი) ჩამოგვივიდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ბევრად მეტი ჩამოვა. ეს ისტორიული მომენტია, ეს ისტორიული შემობრუნების წერტილია". - განაცხადა კულებამ

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. აგრესორის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინას შეიარაღებას ევროკავშირი და აშშ აწვდიან. 


close დახურვა