უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ყოფნის საკითხს დააყენებს.
"დღეს ჩვენ ოფიციალურად გამოვალთ ამ პოზიციით... ჩვენი კითხვა ძალიან მარტივია: აქვს თუ არა უფლება რუსეთს დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად და ზოგადად, იყოს გაეროში? ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი და დასაბუთებული პასუხი - არა", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
24 დეკემბერს, კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ხერსონზე დარტყმის შემდეგ, დასავლეთს უკრაინის აქტიური და გრძელვადიანი მხარდაჭერა სჭირდება.
ხერსონი 24 დეკემბერს, დილით დაბომბეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის თქმით, ქალაქის ცენტრზე დაბობვის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, 55 კი დაიჭრა, მათ შორის არის 6 წლის ბავშვი.