logo
ENG



კულება: უკრაინა ვერ დათანხმდება რუსეთთან მოლაპარაკებებს, სანამ მისი ტერიტორია ოკუპირებულია

14 ოქტ 202315:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/onw1afwoebssi62.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ვერ დათანხმდება რუსეთთან მოლაპარაკებებს, სანამ მისი ტერიტორია ოკუპირებულია.

"ყველას ესმის, რომ რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, რუსეთს სურს ბრძოლა. უკრაინა ვერ დათანხმდება მოლაპარაკებებს, სანამ მისი ტერიტორია ოკუპირებულია", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებები არ გაიმართება.

მედიის ცნობით, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი 4 ოქტომბერს მოაწერა.


close დახურვა