logo
ENG



კულება: უკრაინას ჯერ კიდევ არ დაუმყარებია დიპლომატიური ურთიერთობა შვიდ ქვეყანასთან

12 ნოე 202218:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/amqdc3uw9zvmf9o.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას ჯერ კიდევ არ დაუმყარებია დიპლომატიური ურთიერთობა შვიდ ქვეყანასთან.

"თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ჯერ კიდევ არის შვიდი ქვეყანა, რომლებთანაც უკრაინას დიპლომატიური ურთიერთობა არ დაუმყარებია.

უკრაინა უკვე ლეგენდარული სახელმწიფოა და მას არ შეიძლება არ ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა მსოფლიოში ვინმესთან, თუ არ ვსაუბრობთ ჩვენს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების მიზანმიმართულად შეწყვეტის შემთხვევაზე, ვინც ძირეულად არღვევს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

30 ივნისს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა, რუსეთის არმიის მიერ დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების გამო.

18 ოქტომბერს, კულებამ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა შესთავაზა.


close დახურვა