logo
ENG



კულება: ჩვენ ერთი ნაბიჯით არა, გიგანტური ნახტომით მივუახლოვდით EU-ში გაწევრიანებას

16 დეკ 202316:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/16/ti6kttyui4gtcbc.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა არა ერთი ნაბიჯით, არამედ გიგანტური ნახტომით მიუახლოვდა ევროკავშირში გაწევრიანებას.

"უკრაინა ახლა ბევრად უფრო ახლოსაა ევროკავშირის წევრობასთან. ჩვენს სახელმწიფოს ახლა დარჩენილი აქვს ორი ეტაპი - მოლაპარაკება და გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება.

ჩვენ ერთი ნაბიჯით კი არა, არამედ გიგანტური ნახტომით მივუახლოვდით ევროკავშირში გაწევრიანებას", - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.


close დახურვა