logo
ENG



კულება: ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას მეტი ენერგეტიკული დახმარების მოსაზიდად

20 დეკ 202216:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/20/9e7q360zobk9wd0.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა პარტნიორებთან მეტი ენერგეტიკული დახმარების მოსაზიდად მუშაობს.

"დღეის მდგომარეობით, მოზიდული დახმარებაა 1000-მდე სხვადასხვა სიმძლავრის ტრანსფორმატორი, 100-ზე მეტი ავტოტრანსფორმატორი, 500-ზე მეტი გენერატორი.

ასევე ათასობით სათადარიგო ნაწილი ელექტრო ქსელის შესაკეთებლად და გამათბობლები. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას კიდევ უფრო მეტი ენერგეტიკული დახმარების მოსაზიდად", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, ამ პროცესის ოპერატიულ კოორდინაციას პრემიერმინისტრი ახორციელებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უახლეს ისტორიაში არც ერთ ეროვნულ ენერგოსისტემას არ შექმნია ისეთი დონის გამოწვევები, როგორიც უკრაინის ენერგოსისტემას. გარდა ამისა, კულებამ თქვა, რომ უკრაინა ემზადება ოფიციალური ნაბიჯებისთვის, რათა დაამტკიცოს რუსეთის უკანონო ყოფნა გაეროს უშიშროების საბჭოში.


close დახურვა