logo
ENG



კულება: წელს უკრაინა მოკავშირეებისგან იმ იარაღს მიიღებს, რომლის მიღება შარშან ვერ მოხერხდა

06 იან 202311:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/06/ydw4qjejqufhlg4.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, წელს უკრაინა მოკავშირეებისგან იმ იარაღს მიიღებს, რომლის მიღება შარშან ვერ მოხერხდა.

"ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, დამატებითი გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტი გამოცხადებას", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში "ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს" მართავს და ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან.

"იარაღის მიწოდების შესახებ ზოგიერთი გადაწყვეტილება უშუალოდ საუბრის დროს მიიღება, ზოგიერთის მიღება კი შედეგების საფუძველზე ხდება. პრეზიდენტის იდეა იყო, რომ დიპლომატიური ახალი წელი უყოყმანოდ, ინტენსიურად და რაც შეიძლება არსებითად დაწყებულიყო და ეს სამუშაო კონკრეტულ შედეგებს იძლევა", - განაცხადა კულებამ.  

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა გადამწყვეტ ფაზაში შედის და უკრაინელებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - უკრაინის გამარჯვება. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში სტაბილური, სამართლიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


close დახურვა