უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიას საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
"გერმანიას შეეძლო მეტი დახმარება გაეწია საარტილერიო საბრძოლო მასალის [მიწოდების] მხრივ", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინულმა მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია ხშირად აყოვნებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ამის მაგალითი უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკებით უზრუნველყოფის საკითხის გაჭიანურება. ამასთან, გასულ თვეში გერმანულმა მხარემ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ორი Gepard საზენიტო იარაღი გადასცა.
25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 11 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.