უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლეთს მოუწოდებს, არ გადადოს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
"შაბათი უკრაინაში დაიწყო რუსული რაკეტების მოზღვავებით, რომლებიც მიმართული იყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ზოგიერთი მათგანი ჩვენ ჩამოვაგდეთ, ზოგიც მიზანში მოხვდა. საჰაერო თავდაცვა სიცოცხლეს გადაარჩენს. დედაქალაქებში არც ერთი წამი არ უნდა იყოს შეფერხება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ყირიმის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმები მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებზე განახორციელეს, მათ შორის, კიროვოგრადის რეგიონში კროპივნიცკსა და გოლოვანევსკში, მტერმა ასევე დაარტყა ენერგეტიკულ ობიექტს ოდესის რეგიონში, ქალაქ როვნოში.
ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული ძალები აქტიურად ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. 10 ოქტომბერს, მასიური სარაკეტო დარტყმის შედეგად 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რუსული დაბომბვის შედეგად, უკრაინის მთლიანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% დაზიანდა.