რთული წელი ჰქონდა სახელოვნებო სფეროებსაც. ცენზურამ და რეპრესიებმა კულტურაშიც შეაღწია. მაგრამ ისევე, როგორც ეს სხვა კრიზისების დროს ხდება ხოლმე, ხელოვანებმა აჩვენეს პრინციპების ერთგულება. უკრაინაში პუტინის შეჭრის პირველივე დღიდან კი ქართველი მუსიკოსები, მოცეკვავეები, მწერლები, მხატვრები - აქტიურად ჩაერთნენ სოლიდარობის აქციებში. და ის, რაც არ გააკეთა ხელისუფლებამ, შექმნა კულტურამ - აჩვენა თანადგომის ძლიერი მაგალითი.
კულტურა როგორც მანიფესტი
31 დეკ 202221:26
3 წუთის საკითხავი