logo
ENG



კულტურის სამინისტრომ 50-მდე კინემატოგრაფთან შეხვედრა ჩანიშნა

23 ივნ 202317:34
3 წუთის საკითხავი
 

კულტურის სამინისტრომ კინემატოგრაფიის 50-მდე წარმომადგენელთან შეხვედრა ჩანიშნა. როგორც წინასწარ არის ცნობილი, ისინი თეა წულუკიანმა მიიწვია.

კინემატოგრაფებს შორის იქნებიან ისეთები, რომლებსაც ამ დრომდე საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ პროტესტზე, რომელიც ეროვნულ კინოცენტრშია. 

როგორც ისინი ამბობენ, ჯერ არ იციან თუ რა თემაზე იქნება შეხვედრა. 

"ვინც პროტესტის ავანგარდში დგას, ისეთი ადამიანები, რომლებიც კონტრუქციული საუბრისთვის მზად არიან, აქ იქნებია და ვისაუბრებთ."- განაცხადა მედიასთან ბექა ოდიშარიამ, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 

კინემატოგრაფები, რომლებმაც ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს, თეა წულუკიანთან შეხვედრაზე არ არიან მიწვეულები. ამის გამო მათ აქცია გამართეს.

პროტესტის მონაწილე, კინომცოდნე, ლევან აბდუშელიშვილის თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ შეხვედრაზე მათი მოთხოვნები კინოცენტრის და კულტურის სამინისტორს მიმართ, ამ შეხვედრაზე არ იქნება გაჟღერებული. 

"მე ეჭვი მაქვს, რომ ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ გვაქვს წამოყენებული ჯერ კინოცენტრის მიმართ, ხოლო შემდეგ უკვე კულტურის სამინისტროს მიმართ შეხვედრაზე არ გაჟღერდება. არის ამის ძალიან დიდი რისკი და ვთვლი, რომ კონსტრუქციული საუბრისთვის იქ დრო არ იქნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები და მათზე სასაუბროთ ველოდებით მინისტრისგან დროს. შეხვედრაზე არა მგონია, რამე მოთხოვნები წამოაყენონ, იქ იქნება ალბათ საუბარი იმაზე, თუ როგორ კარგად ვართ და როგორ გავინაწილოთ ეს სფერო."- განაცხადა ლევან აბდუშელიშვილმა. 

* * *

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 

მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.

პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."


close დახურვა