logo
ENG



კულუმბეგოვი: ავსტრიის ნაჩუქარი 5 000 დოზა ასტრაზენეკა საქართველოშია

04 ივლ 202123:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/04/5ec1yx1vnnj73we.jpg

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაცით, ავსტრიის მიერ ნაჩუქარი 5 000 დოზა ასტრაზენეკა საქართველოშია. 

მისი ცნობით, თვიმფრინავი თბილისის საერთაშორის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა.

ფორმულა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაავადებათა კონტროლის ცენტრთან დაკავშირებას ცდილობს.

ქვეყანაში პრობლემა შეექმნა მათ, ვინ ასტრაზენეკას 1 დოზით იყო აცრილი. მოქალაქეების ნაწილს კლინიკაში მისვლისას მათთვის განკუთვნილი მეორე დოზა არ დახვდა. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ "მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა".


close დახურვა