logo
ENG



კულუმბეგოვი: არაა ახალი მოვლენა, ვისაც ფილერი აქვს, თავი არ შეიკავონ ვაქცინის გაკეთებისგან

25 მარ 202116:37
3 წუთის საკითხავი
 
კულუმბეგოვი: არაა ახალი მოვლენა, ვისაც ფილერი აქვს, თავი არ შეიკავონ ვაქცინის გაკეთებისგან

ალერგოლოგ-პულმონოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ კოსმეტიკური "ფილერი" არ შეიძლება, იყოს ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენება. ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას მანვე განაცხადა, რომ წლების წინ, ამ პროცედურასა და გრიპის ვაქცინას შორისაც დაადგინეს კავშირი.

"ფილერებთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია, ანუ პასუხი იმუნიტეტის ჯვარედინი, გრიპის ვაქცინაციის დროს, წლების წინ არის აღმოჩენილი. ეს არ არის ახალი მოვლენა, თუმცა ასევე ფაიზერთან მიმართებით, აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ეს შეამჩნიეს.

დღეს არსებობს რეკომენდაცია, რომ ეს არ არის ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება. თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიკური სქემაც კი არის მოწოდებული პრედნიზოლონის ტიპის პრეპარატებით, სულ რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ის უკვალოდ ქრება. ამიტომ, ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ, ამის გამო თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი. 

დღეს, 25 მარტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფაიზერის ვაქცინის კითხვარს დაემატა ერთი კითხვა, რაც კოსმეტიკური "ფილერის" გამოყენებას ეხება. მისი თქმით, იმ პირებში, ვინც ამ საშუალებას ხშირად იყენებს, შესაძლოა ფაიზერის ვაქცინამ ადგილობრივი გართულება გამოიწვიოს.


close დახურვა