logo
ENG



კულუმბეგოვი: ზუგდიდში შეხვედრაზე მოსული მასწავლებლების 100% აიცრა

17 აგვ 202120:14
3 წუთის საკითხავი
clock 728
2021/08/17/jus9p7h9of8z45o.jpg

UNICEF ექიმ ბიძინა კულუმბეგოვთან და NCDC-ის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მასწავლებლებს ხვდება და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას აწვდის. 

შეხვედრის და ინფორმაციის მიღების შემდეგ პედაგოგები იცრებიან. მსგავსი შეხვედრა უკვე ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში და სხვაგან. 

დღეს, 17 აგვისტოს ისინი ზუგდიდში იმყოფებოდნენ. 

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა, შეხვედრაზე მოსული პედაგოგების 100% აიცრა. 

17 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 25 083 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 831 815 ადამიანია აცრილი, მათგან 245 207 - სრულად. 

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 490 462 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 429 190 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 483 კი გარდაიცვალა.


close დახურვა