logo
ENG



კუპრავა: მოვითხოვეთ გახარია ოფიციალურად შეიყვანონ სოციალურ დაუცველთა ბაზაში

09 ივნ 202014:42
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ მინისტრისთვის  სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეყვანის და მისთვის  სოციალური შემწეობის დანიშვნის  მოთხოვნით - სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა,  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის სახელზე განცხადება შეიტანა.

 ზვიად კუპრავას თქმით, რადგანაც პრემიერმა გაღარიბებაზე ისაუბრა, სააგენტო ვალდებულია პრემიერს- როგორც გაღარიბებულ მოქალაქეს დაეხმაროს. ზვიად კუპრავა    კანცელარიასთან აქციის გამართვასაც გეგმავს,სადაც პრემიერ მინისტრის და მისი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე საზოგადოებას  მიაწვდის  ინფორმაციას

 „გახარიამ განაცხადა, რომ ის გაღარიბდა და არის ღარიბი, მას შემდეგ რაც ის გახდა საქართველოს მთავრობის წევრი და მის ანგარიშზე ირიცხება მხოლოდ 90 ლარი. შესაბამისად ჩვენ მოვედით აქ შევიტანეთ განცხადება სოციალურ სამსახურში და მოვითხოვეთ გახარია ოფიციალურად შეიყვანონ სოციალურ დაუცველთა ბაზაში და მიეცეს მას სოციალური შემწეობა, როგორც ღარიბ და ღატაკ ადამიანს. ეს არის რა თქმა უნდა სარკაზმის, სინამდვილეში გახარია კი არ გაღარიბდა, მისი ქონება ბევრჯერ გაიზარდა, მას შემდეგ რაც გახდა საქართველოს მთავრობის წევრი. ვაპირებთ კანცელარიასთან მივიდეთ და გამოუფინოთ გახარიას მისი და მისი ოჯახის წევრების ჩამონათვალი და დავანახოთ საზოგადოებას რას ნიშნავს გახარიას გადმოსახედიდან ღარიბი ადამიანი“,-განაცხადა ზვიად კუპრავამ.

 

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა რეკორდული ვარდნაც იყოს. როგოც ჭიჭინაძე ამბობს, ამის ეკონომიკური ვარდნის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ორი თვის მანძილზე ქვეყანაში გაჩერებული ბიზნესი იყოს.

„მე ვფიქრობ რომ მეორე კვარტალი უფრო უარესი იქნება და შეიძლება საერთოდ რეკორდული ვარდნაც იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად გაჩერებული იყო ეკონომიკური აქტივობა, ჩაიკეტა ყველაფერი და თუ შენ საკუთარ მოსახლეობას არ აძლევ იმის საშულებას, რომ მეტ ნაკლებად შეზღუდვების ფარგლებშიც აწარმოოს ბიზნესი და ჩვენ ვნახეთ რომ მთელი მარტი, აპრილი, მაისი ესეთ მდგომარეობაში იმყოფება ბიზნესი. რა თქმა უნდა თუ ბიზნესმენი ვერ  მოქმედებს ინვესტიციები შეჩერდება“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ კორექტირებულ ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ, თუმცა „ფორმულას“ კითხვებს პასუხს არ სცემენ.

კორექტირებული ბიუჯეტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, მალე


close დახურვა