logo
ENG



კუპრაძის თქმით, დაუმორჩილებლობის მარშიდან მე-3 დღეს კომენდანტის დარღვევისთვის დააჯარიმეს

08 თებ 202117:37
3 წუთის საკითხავი
 
კუპრაძის თქმით, დაუმორჩილებლობის მარშიდან მე-3 დღეს კომენდანტის დარღვევისთვის დააჯარიმეს

ლელოს წევრი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ 6 თებერვლის ღამეს, თბილისში "დაუმორჩილებლობის მარშზე" კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს.

ფორმულასთან საუბარში მანვე თქვა, რომ დაჯარიმებაზე ცნობა დღეს, 8 თებერვალს მიიღო. როგორც ის ყვება, შსს-ს წარმომადგენელმა დედას დაურეკა და მისი ტელეფონის ნომერი სთხოვა. 

"დედაჩემს დაურეკეს. მეუბნებიან თქვენი ნომერი არ გვქონდაო, არადა ჩემი ნომერი იძებნება შსს-ს ბაზაში. ეს, ალბათ, გამიზნული ქმედებაა, რომ ოჯახის წევრები შეაშინონ, რომ თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა", - ამბობს კუპრაძე და განმარტავს, რომ პოლიციამ ხვალ, 9 თებერვალს, 4 საათზე პოლიციის დეპარტამენტში დაიბარა სამართალდარღვევის ოქმის ინდივიდუალურ განხილვაზე.

თბილისში, დედაენის ბაღში "დაუმორჩილებლობის აქცია" 6 თებერვალს გაიმართა. იმავე ღამით, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს. 

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ერთ-ერთი მათგანი იმის გამო დააჯარიმეს, რომ დედაენის ბაღის ტერიტორია დატოვა და აფთიაქში წამლის საყიდლად მიმდებარე ქუჩაზე გადავიდა.

აქციის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელები ამბობდნენ, რომ დაჯარიმდება ყველა ის ადამიანი, ვინც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილება. 


close დახურვა