კუს ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება.
„ჩვენი, როგორც კუს ტბის ადმინისტრაციის მიერ სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას.
იმის გამო, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კუს ტბამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ და კვლავ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში, მიუდგეთ დღევანდელ სიტუაციას პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები სადაც ჩანს, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა იყო.