logo
ENG



კუსტურიცა რუსეთის არმიის თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა

23 თებ 202212:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/23/cd9xy053pv6wnjv.jpg

სერბი კინორეჟისორი, ემირ კუსტურიცა რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კუსტურიცას 21 თებერვალს შეხვდა. 

"ჩემთვის სერგეი შოიგუს შემოთავაზება, გავხდე მთავარი რეჟისორი - დიდი პატივია", - განაცხადა რეჟისორმა.

სერბი რეჟისორი კეთილგანწყობით გამოირჩევა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ და იზიარებს მის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით. კუსტურიცა ნამყოფია ოკუპირებულ ცხინვალში და ანექსირებულ ყირიმში. 

2017 წელს კი კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებს შეუერთდა.


close დახურვა