logo
ENG



ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა

15 თებ 202122:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/15/43hqc6cxzs99myg.jpg

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 42 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მას ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავები კითხავენ.


close დახურვა