ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ის გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით დაჭრეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.