ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში კაცმა თანასოფლელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცს სანადირო თოფიდან ზურგში ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლია კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს.