logo
ENG



ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს

18 აპრ 202118:43
3 წუთის საკითხავი
 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს
ფოტო: ფორმულა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაბალში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 40 წლის კაცმა დაზიანება სამართალდამცველს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.

დაჭრამდე, ოჯახი 112-ს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კაცი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდათ. პოლიციელი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. კაცის დასაკავებლად კი, პოლიციის დამატებითი ძალა გახდა საჭირო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. 


close დახურვა