ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვაა. სტიქიამ დააზარალა რამდენიმე სოფელი, მათ შორის ჭაბუკიანი და ბაისუბანი.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა და წვიმა ამ წუთებშიც გრძელდება. სოფლებში გაითიშა ელექტრო ენერგია. სეტყვისგან მიყენებული ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.