ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე ავტო ავარიას 70-წლამდე კაცი ემსხვერპლა.
ერთმანეთს BMW-ის და მერსედესის მარკის მანქანები დაეჯახა.
დაშავდა 2 ადამიანი. ისინი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე შსს-ის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.