logo
ENG



ლაგოდეხში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

05 აპრ 202121:46
3 წუთის საკითხავი
 
ლაგოდეხში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ფორმულა/დავით ჭაბაშვილი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაბალში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელის შვილია. მას დაზიანებები ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული. კაცი არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 

ადგილობრივების თქმით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. შინაგან საქმეთ სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 


close დახურვა