სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაჭრის ბრალდებით დაცვის პოლიციის უმცროსი ინსპექტორი დააკავა.
როგორც უწყებაში ამბობენ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში 2 იანვარს, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობის დროს ბრალდებულს შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ სტუმართან, რის შემდეგაც მან დაზარალებულს მუცლის არეში დანით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.
პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.