logo
ENG



ლავასოღლის ადვოკატი შოთაძეზე: დაგვიკავშირდა და შეხვედრის მზაობა გამოთქვა

08 ივნ 202011:47
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ადვოკატი და ოჯახის წევრები დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდებიან. ირაკლი შოთაძის უწყებაში ისინი პირველ საათზე მივლენ. შოთაძემ ლავასოღლის მხარდამჭერებთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, ის ვახტანგ გომელაურს არ შეხვედრია. უფლებადამცველის ამბობს, რომ იგი აპირებს შოთაძეს დაასახელებინოს ექსტრადაციის კონკრეტული თარიღი.

„დაგვიკავშირდა დაახლოებით ორი, თუ სამი დღის უკან და მზაობა გამოთქვეს, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო შეგვხვდნენ და დაგველაპარაკონ, თუ როდის მოხდება მინდიას ექსტრადაცია. ეს კომუნიკაცია შედგა ჩვენს შორის და იმედია, შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება და არ იქნება მხოლოდ საუბარი საუბრისთვის. რაც შეეხება გომელაურთან შეხვედრას, მე არ ვადასტურებ, მე არ მაქვს ეს ინფორმაცია თუ ვინმეს შეხვდა. მე ღია ვარ, დასამალი არაფერი მაქვს. კანონიერი მოთხოვნა გვაქვს და კანონიერი მოტივები გვამოძრავებს. ამიტომ, გომელაური ვის შეხვდა, ეს ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა კობაიძემ.

გორაძე თურქეთში დააკავეს, საპყრობილეშიც იქ ზის და მისი საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით უკვე კვირაზე მეტია მისი მხარდამჭერები აქციებს მართავენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. 


close დახურვა