logo
ENG



ლავროვი: EU ვერ შეძლებს რუსეთის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან

13 ნოე 202310:54
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, "ევროკავშირი ვერ შეძლებს რუსეთის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან".

ლავროვის თქმით, რუსეთი ამ რეგიონების დატოვებას არ გეგმავს და მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა "ეს ძალიან კარგად იციან".

"დასავლური სამყაროს ლიდერებიც კი თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ თავხედური განცხადებები. ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან.

ეს არ გამოვა. ჩვენ ისტორიულად აქ ვართ. არსად არ გავქრებით და მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ეს ძალიან კარგად იციან", - ამბობს ლავროვი.


close დახურვა