logo
ENG



ლავროვი: გავაფართოებთ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ

03 ოქტ 202318:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/03/00k2rm9buaq5fu6.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერებს შეხვდა.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინალ არძინბასთან შეხვედრის დაწყებისას ლავროვმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთს უკრაინაში მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე მებრძოლებისთვის რეგულარული ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის".

გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა 2024-2025 წლების საგარეო პოლიტიკის ერთობლივი გეგმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს იმ სახელმწიფოთა წრის გაფართოებას, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ იგეგმება ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.


close დახურვა