logo
ENG



ლავროვი: დონბასის გათავისუფლება ჩვენი უპირობო პრიორიტეტია

30 მაი 202209:12
3 წუთის საკითხავი
 
ლავროვი: დონბასის გათავისუფლება ჩვენი უპირობო პრიორიტეტია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ დონბასის გათავისუფლება უკრაინაში მიმდინარე რუსეთის „სპეცოპერაციის“ უპირობო პრიორიტეტია.

მინისტრის თქმით, უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტონ.

"ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, რა გარემოში სურთ არსებობის გაგრძელება: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში - რუსული განათლების, მედიის, კულტურის, ენის და ყოველდღიური ცხოვრების აკრძალვა - თუ სხვა გარემოში, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს", - თქვა ლავროვმა.


close დახურვა