logo
ENG



ლავროვი: მადლობა ღმერთს, ზურაბიშვილი არ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას

02 თებ 202317:54
3 წუთის საკითხავი
clock 579
2023/02/02/xhptk0iobny7cfp.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა Russia-24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქვეყნის განვითარების გზას არ განსაზღვრავს".

ამავე ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს კარგად იცნობს, და გაიხსენა, რომ ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობისას მასთან ერთად მუშაობდა "იმ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი 2 რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ შეთანხმებაზე".

„ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, ვინც, მადლობა ღმერთს არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას, უფრო ცერემონიულ ფუნქციას ასრულებს... არის ხელისუფლება... მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ახლა მინდა კომპრომიტირება პოზიტიური სიტყვებით იმაზე, რასაც ის აკეთებს, მაგრამ მე უბრალოდ დავაციტირებ როგორც პრემიერ მინისტრს ასევე იმ მინისტრებს, ვინც სანქციებთან შეერთებაზე, მეორე ფრონტის [გახსნაზე] უპრეცედენტო ზეწოლაზე პასუხად ამბობენ: „იცით, ჩვენ ეროვნული ინტერესი გვამოძრავებს. ჩვენ სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, ტურიზმი გვაქვს და ჩვენ ვიღებთ ენერგორესურსებს" - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

სალომე ზურაბიშვილმა კი 20 იანვარს განაცხადა, რომ ის რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას "არ მიესალმება". 

გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შემდეგ მომავლის სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოიცავდეს რუსული ძალების აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაყვანასაც.


close დახურვა