logo
ENG



ლავროვი: მესამე მსოფლიო ომი გამანადგურებელი ბირთვული ომი იქნება

02 მარ 202216:42
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვია ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომი, თუ ის მოხდება, ბირთვული და გამანადგურებელი იქნება. ამის შესახებ მან Aljazeera-სთან განაცხადა, რომლის ინტერვიუს ნაწილიც Twitter-ზე გავრცელდა.

"მესამე მსოფლიო ომი იქნება გამანადგურებელი ბირთვული ომი", - განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, ლავროვი ამბობს, რომ არ მისცემენ უკრაინას უფლებას, ბირთვული იარაღი იქონიოს.

"უკრაინის სამხედრო ოპერაცია, მათ შორის კიევში, მიმართულია უკრაინის განიარაღებისკენ. რუსეთი არ დაუშვებს, უკრაინამ ბირთვული იარაღი მიიღოს", - თქვა მან.


close დახურვა