რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვს ევროპაში ომი არ სურს, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის დამარცხებაზე საუბრობენ.
"თუ თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა გაღელვებთ, ჩვენ [რუსეთს] ეს საერთოდ არ გვინდა.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ დასავლეთი მუდმივად და დაჟინებით ამბობს, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელია რუსეთის დამარცხება. დასკვნები თავად გამოიტანეთ,” - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულმა სამხედრო ძალებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინაში შეჭრას ომს არ უწოდებენ და მას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიებენ.