რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპირებულ ე.წ სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება.
ამის შესახებ ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის საგარეო საქმეთა ე.წ მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა.
"საინვესტიციო პროექტები წარმატებით რეალიზდება. ახლახან მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით მის შესრულებაში", - თქვა ლავროვმა.
შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ მოსკოვში ემზადებიან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ე.წ თავმჯდომარის, ალანა ალბოროვას ვიზიტისთვის.