logo
ENG



ლავროვი: უარს ვამბობთ უკრაინის და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაზე

23 იან 202412:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/23/6qeri198kw435li.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უარს ამბობს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაზე.

ამის შესახებ ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ საკუთარი პირობებით.

"ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა მოლაპარაკებებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდნენ ხელისუფლებაში კიევის რეჟიმის ლიდერები, არამედ ქვეყნის მრავალწლიანი ძარცვისა და მის ხალხზე ძალადობის, უკრაინისთვის ტრაგიკული სიტუაციის მიზეზების აღმოსაფხვრელად.

ყველა სხვა მშვიდობიანი გეგმა, პლატფორმა და ფორმულა, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ბატონები უშედეგოდ დაატარებენ, საერთო არაფერი აქვს მშვიდობასთან და მხოლოდ ომის გაგრძელებას ემსახურება. რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი და ბრიუსელი, მით უკეთესი იქნება უკრაინისთვისაც და დასავლეთისთვისაც", - ამბობს ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იოკში გუშინ ჩავიდა. ლავროვის ვიზიტი აშშ-ში 22-დან 24 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.


close დახურვა