logo
ENG



ლავროვი NATO-ს “მარიონეტულ ომში” ჩართვაში ადანაშაულებს

26 აპრ 202216:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/26/5uad7qo6g12nbzj.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა NATO “მარიონეტულ ომში” დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტის უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელების რისკი.

რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში ლავროვს მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყების პერსპექტივებზე ჰკითხეს, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ საფრთხე სერიოზულია.  

“ახლა რისკები მნიშვნელოვანია. საფრთხე სერიოზულია, რეალური. ჩვენ უნდა შევაფასოთ ის. NATO, რეალურად, შუამავლების მეშვეობით აწარმოებს ომს რუსეთთან. ომი ომია“, - განაცხადა ლავროვმა.

მანამდე, რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა ბირთვულ ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხე “სერიოზული და რეალურია“. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების გადაცემას “ცეცხლზე ნავთის დასხმა“ უწოდა.


close დახურვა