logo
ENG



ლავროვის მოადგილე: საქართველოს მთავრობის პრაგმატული ხაზის წყალობით, სირთულეები გადავლახეთ

12 თებ 202412:29
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც კი, რუსეთი აპირებს, რომ თბილისთან კავშირების ნორმალიზებაზე იზრუნოს.

ამის შესახებ სერგეი ლავროვის მოადგილემ რუსულ სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია, ისინი 2008 წელს გაწყდა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით", - თქვა ლავროვის მოადგილემ და დასძინა, რომ რეგიონში არსებული რეალობის გამო, "სამწუხაროდ, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება".

ლავროვის მოადგილემ ყურადღება რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მზარდ დინამიკაზეც გაამახვილა.

"საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს [ე.წ. გავრილოვის ღამე] ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით იყო გამოწვეული. გასულ წელს, გაუქმდა 2 000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების ხანმოკლე ვიზიტებისთვის რუსეთში და აღდგა პირდაპირი ავია-კავშირი", - თქვა მან.

მიხეილ გალუზინის თქმით, რუსეთის ნაბიჯები პოზიტიურად მიიღო როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე მოსახლეობის უმეტესობამ.


close დახურვა