რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "დიდი ოცეულის" სამიტი დატოვა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლავროვმა G20-ის სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა.
აღსანიშნავია, რომ სამიტი ჯერ არ დასრულებულა და ის 16 ნოემბერსაც გაგრძელდება.
მანამდე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ "დიდი ოცეულის" სამიტის მონაწილეები მუშაობენ დეკლარაციაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დაგმობას აპირებენ.