logo
ENG



ლავროვმა თალიბანის მთავრობის პირველ დიპლომატს რუსეთში აკრედიტაცია მისცა

31 მარ 202211:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/6whgkyq4uu0wb6z.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თალიბანის მთავრობის პირველ დიპლომატს რუსეთში აკრედიტაცია მისცა. ამის შესახებ ლავროვმა ჩინეთში განაცხადა, სადაც ავღანეთის მეზობელი ქვეყნების ფორმატში სესია მიმდინარეობდა.

"გასულ თვეში მოსკოვში ჩამოსულმა პირველმა ავღანელმა დიპლომატმა, რომელიც ახალმა მთავრობამ გამოაგზავნა, ჩვენს სამინისტროში აკრედიტაცია მიიღო", - თქვა ლავროვმა.

როგორც მან განაცხადა, ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ახერხებს, სახელმწიფო "ზედაპირზე შეინარჩუნონ". ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ ქაბულში მთავრობის აღიარების ერთ-ერთი მთავარი წინაღობა მისი არასაკმარისი "რეპრეზენტატულობაა".

ლავროვის აზრით, ახალი ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს არა მხოლოდ ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს, ეროვნულ და კონფესიურ უმცირესობებს, არამედ პოლიტიკურ ძალებსაც.

ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი გასული წლის 15 აგვისტოს აღიდგინა მას შემდეგ, რაც დედაქალაქში შევიდა. მათ ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ლეგიტიმური ხელისუფლება მათ უბრძოლველად დანებდა და ძალაუფლება გადააბარა. 

თალიბებმა ტერიტორიების დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.


close დახურვა