ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. პროცესზე დღეს 5 სამართალდამცავი გამოიკითხა. პროკურატურა სწორედ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით ადანაშაულებს აქტივისტს მანქანის გადაწვაში. მთავარმა მოწმემ ვერ გაიხსენა გარემოებები, ზუსტად სად იდგა თავად და სად იმყოფებოდა ბრალდებული. ვერ იხსენებს სხვა ადამიანებს, რომლებიც პოლიციელის მტკიცებით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ, ამ დროს კი ამტკიცებს, რომ დეტალურად ახსოვს ლაზარე გრიგორიადისის სახის ნაკვთები და ტანსაცმლის ფერი.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა
10 ოქტ 202320:30
3 წუთის საკითხავი