ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ხელისუფლება პოლიციაზე თავდასხმას და სხვისი ქონების დაზიანებას ედავებოდა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. განაჩენი გუშინ დილით, 10 საათზე მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა და 22 წლის ლაზარეს თავისუფლება 9 წლით აღუკვეთა. განაჩენის გამოცხადებიდან მალევე, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ კი პრეზიდენტმა განცხადება, საღამოს პირდაპირ ეთერში გააკეთა, რასაც ლაზარეს დედა ფორმულას ეთერიდან უსმენდა. მისი პირველი ემოციები - შაბათის ფორმულამ გადაიღო.
ლაზარეს თავისუფლება - შაბათის ფორმულა
13 აპრ 202420:03
3 წუთის საკითხავი